მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მექაში ლოცვებზე დასწრების უფლება მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს შეეძლებათ

მექაში ლოცვებზე დასწრების უფლება  მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს შეეძლებათ

საუდის არაბეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მექაში ლოცვებზე დასწრების უფლება მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს შეეძლებათ, - ამის შესახებ aljazeera იუწყება.

 

სამინისტროში განაცხადეს, რომ ესენია პირები, რომლებმაც ვაქცინის ორი დოზა, ან ვაქცინის ერთი დოზა პილიგრიმობის შესრულებამდე 14 დღით ადრე გაიკეთეს და ასევე პირი, რომელთაც ვირუსი გადაიტანეს.

გამოცემის ცნობით, შეზღუდვა ძალაში რამადანის დაწყებისას შევა, თუმცა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რამდენ ხანს დარჩება ძალაში.

საუდის არაბეთში, პანდემიის დაწყების დღიდან, კორონავირუსით ინფიცირების 393 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპული კი 6 700 ადამიანი.