მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მექსიკაში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 300 ადამიანი ემსხვერპლა

კოვიდინფექცია მექსიკაში

300 გარდაცვლილი - ასეთია ბოლო 24 საათის ეპიდსიტუაცია მექსიკაში.

worldometers-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფექცია 4444 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო ინფიცირებულების რაოდენობა 680 931-მდე გაიზარდა. ამავე მონაცემების თანახმად, მექსიკაში ვირუსის შედეგად სულ გარდაცვლილია 71 978 ადამიანი.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მექსიკაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის დამარცხება 485 ათასზე მეტმა ადამიანმა შეძლო.

ინფორმაციისთვის, მსოფლიოში კოვიდინფიცირებულია 30 მილიონი ადამიანი. ვირუსის გავრცელების ზრდის მიხედვით კვლავ აშშ ლიდერობს.