უცხოეთი

მერკელის პარტია ახალ ლიდერს ირჩევს

მერკელის ეპოქის
დასასრული
1610781163
დაკოპირებულია

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პოლიტიკური ორგანიზაცია, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“  ახალ ლიდერს ირჩევს. პარტიის ყრილობაზე, რომელიც 15 იანვარს გაიხსნა, ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. გერმანული პრესა ამას „მერკელის ეპოქის დასასრულს“ უწოდებს. ამის შესახებ dw.com იუწყება. 

ყრილობა გასული წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო. სწორედ მაშინ პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ანგელა მერკელის იმედები არ გაამართლა. შესაბამისად, კრამპ-კარენბაუერმა გერმანიის კანცლერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა არ დააყენა, ანუ მერკელის მემკვიდრე არ გახდა. როგორც წესი, სწორედ ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი კონსერვატიული ფრთის კანდიდატი ხდება გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზე.

ყრილობის ჩატარების მეორე მცდელობა გასული წლის დეკემბერში იყო, თუმცა კორონავირუსის მეორე ტალღის გამო ის კვლავ გადაიდო. ახლა კი პარტიის ყრილობა ვირტუალურ ფორმატში გაიმართება. მმართველობის წევრები და თავმჯდომარეობის კანდიდატები პარტიის ბერლინის ოფისში იქნებიან, ხოლო ყრილობის დელეგატები საკუთარი სახლებიდან კომპიუტერით ჩაერთვებიან. კენჭისყრაში ისინი მონაწილეობას ორჯერ მიიღებენ - პირველად, ხმას მისცემენ ვირტუალურად, მეორედ კი ფოსტის მეშვეობით, რათა ყველა ეჭვი გაქრეს. არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს. თუ პირველ ტურში არც ერთმა მათგანმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა არ მიიღო, მაშინ მეორე ტური დაინიშნება.

ასეთი ორსაფეხურიანი საარჩევნო სისტემა იმის გამო მოიფიქრეს, რომ გერმანიის კანონმდებლობაში პარტიის თავმჯდომარის არჩევა ონლაინ-რეჟიმში გათვალისწინებული არ არის.

ცნობისთვის, ანგელა მერკელი, რომელიც პირველი ქალი-კანცლერია გერმანიის ისტორიაში, ამ პოსტს 2005 წლის 22 ნოემბრიდან იკავებს. 2000-2018 წლებში ის "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

იხილეთ აგრეთვე:

„უახლოესი მომავალი უმძიმესი იქნება“ - მერკელი მოსახლეობას აფრთხილებს

პუტინმა და მერკელმა ვაქცინის ერთობლივი წარმოების პერსპექტივა განიხილეს - რუსული მედია

დღეს ანდრია
პირველწოდებულის ხსენების
დღეა

დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

თურქეთში ე.წ. მწვანე პასპორტების გაცემა დაიწყეს, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ პირს თუ ორჯერადად აქვს ჩატარებული კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მას კოვიდპასპორტი ეკუთვნის. ინფორმაციას hurriyetdailynews-ი ავრცელებს.

1620806613

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 4 434-მა ადამიანმა გაიკეთა.

1620805646

მიანმარის უსაფრთხოების ძალებმა 39 ადამიანი დააკავეს. პოლიცია მათ აფეთქებებთან და ხანძრის გაჩენასთან აკავშირებს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

1620804503

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 422 ფაქტი გამოვლინდა.

1620803376
თბილისის ანძა

744 თბილისი, 149 იმერეთი - კოვიდინფიცირების გ...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 40 275 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 256 პირი.

1620803128
ირაკლი ღარიბაშვილი: გილოცავთ ანდრია პირვ...

გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს.

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით...

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოში დღეიდან ტემპერატურა 35 გრად...

12-14 მაისს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.