გერმანიის მმართველმა პარტიამ, "ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა" ახალი თავმჯდომარე აირჩია. ის 59 წლის არმინ ლაშეტი გახდა. ამის შესახებ BBC იუწყება.
მანამდე ლაშეტი ფედერალური მიწის, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის პრემიერ-მინისტრი იყო. მის კანდიდატურას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მხარს უჭერდა. ლაშეტმა კენჭისყრის დროს 521 ხმა მიიღო, ხოლო მისმა ძირითადმა კონკურენტმა ფრიდრიხ მეცმა, 466 ხმა. მესამე კანდიდატი არჩევნებს პირველ ტურში გამოეთიშა.
როგორც წესი, სწორედ ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი კონსერვატიული ფრთის კანდიდატი ხდება გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზე. ანგელა მერკელმა ჯერ კიდევ 2018 წელს განაცხადა, რომ ის 2021 წლის არჩევნების შემდეგ ის გერმანიის მთავრობის მეთაური აღარ იქნება. საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში 26 სექტემბერს გაიმართება. გერმანული პრესა ამ პროცესს „მერკელის ეპოქის დასასრულს“ უწოდებს.
ყრილობა გასული წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო. სწორედ მაშინ პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ანგელა მერკელის იმედები არ გაამართლა.
🔆 მერკელის პარტია ახალ ლიდერს ირჩევს
🔆 „უახლოესი მომავალი უმძიმესი იქნება“ - მერკელი მოსახლეობას აფრთხილებს
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში, საქართველოს ხელისუფლებისთვის, არჩევნებთან დაკავშირებულ 8 რეკომენდაციას ავრცელებს.
ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ვირტუალურ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სუბირ ლალს (Subir Lall) რომელიც „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის“ დასრულებამდე ფონდის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 737 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 430 PCR ტესტით.
„დღეს გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა 31 ოქტომბრის არჩევნებზე. დასკვნა, კიდევ ერთხელ, ადასტურებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა. ამასთან, წარმოდგენილია საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის რეკომენდაციები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსს ეხმაურება.
კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს.
PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.
„მაშინ, როდესაც მსოფლიო აგრძელებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას, ინდოეთის სერუმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და მსოფლიოში ვაქცინების უმსხვილესი მწარმოებელი ადარ პუნავალა გვაფრთხილებს, რომ ვაქცინის მწარმოებლებს არ აქვთ საკმარისი მასალები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მოსამზადებლად“, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა businesstoday ავრცელებს.