მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მევლუთ ჩავუშოღლუ სომხეთს აზერბაიჯანის საზღვარზე შეტევების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშიღლუ სომხეთს მიმართავს და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტევების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. სააგენტო APA-ს ცნობით, ამის შესახებ ჩავუშოღლუმ „ტვიტერში“ დაწერა.

ჩავუშოღლუმ აზერბაიჯანს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანელი სამხედროს დაღუპვის გამო სამძიმარი გამოთქვა.

ცნობისთვის, 21 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტოვუზის რაიონში სომხეთის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.