მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიანმარის ხელისუფლება 8 პოლიციელის დაბრუნებას ითხოვს, რომლებიც ინდოეთში გაიქცნენ

მიანმარი ინდოეთისგან პოლიციელების გადმოცემას ითხოვს

მიანმარი ინდოეთისგან 8 პოლიციელის გადმოცემას ითხოვს, რომლებმაც ხუნტის ბრძანებების შესრულებაზე უარი განაცხადეს და ინდოეთის საზღვარზე გადავიდნენ. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო დღეებში მიანმარ-ინდოეთის საზღვარი 30-მა პოლიციელმა და მათი ოჯახის წევრებმა გადაკვეთეს. თავად მიანმარში ოპოზიციის გამოსვლების ჩახშობა სულ უფრო სისხლიანი მეთოდებით ხდება.

ინდოეთის მიზორამის შტატის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ მათ მიანმარის მოსაზღვრე შტატის კოლეგებმა მიმართეს და „მეგობრული ურთიერთობების შესანარჩუნებლად“ რვა პოლიციელის გადაცემა სთხოვეს.

Reuters-ის ინფორმაციით, საუბარია 22-25 წლის პოლიციელებზე, რომელთა შორის ერთი ქალია.

მიანმარში 1-ელ თებერვალს სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყნის სათავეში სამხედრო ხუნტა მოვიდა. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ წყდება. პოლიციამ რამდენიმე ათეული დემონსტრანტი მოკლა. ათასობით ადამიანი დაკავებულია.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 ირანში თვითმფრინავის გატაცების მცდელობა აღკვეთეს

🔴 „ყველაზე რეალურია ინდოეთიდან ვაქცინის შემოტანა“ - პაატა იმნაძე