მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიანმარში 39 ადამიანი დააკავეს

მიანმარში დააკავეს

მიანმარის უსაფრთხოების ძალებმა 39 ადამიანი დააკავეს. პოლიცია მათ აფეთქებებთან და ხანძრის გაჩენასთან აკავშირებს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

გამოცემა Global New Light of Myanmar-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს უსაფრთხოების ძალებმა 48 თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, მათ შორის ნაღმები, ტროტილის დეტონატორები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და სხვა მასალები აღმოაჩინეს.

პოლიტპატიმართა ასოციაციის ჯგუფის ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაწყებული პროტესტების დროს 783 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3859 დააკავეს.