მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიანმარში დაღუპულთა რაოდენობა 550-მდე გაიზარდა

მიანმარში დაღუპულთა რაოდენობა 550-მდე გაიზარდა

მიანმარში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა 550-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 46 ბავშვია. ამის შესახებ Aljazeera იუწყება. 

ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში 3 აპრილს უშიშროების ძალებმა მომიტინგეებს კვლავ ცეცხლი გაუხსნეს.

უფლებადამცველი ჯგუფების ინფორმაციით, 1-ლი თებერვლის შემდეგ მაინმარში 2571 ადამიანი დააკავეს. დაკავებების და რეპრესიების მიუხედავად, მიანმარში საპროტესტო აქციებზე ყოველდღე ათასობით ადამიანი იკრიბება. ისინი სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ, რომელიც ქვეყანაში 1-ელ თებერვალს მოხდა. მას შემდეგ ხუნტის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ქვეყანაში არჩევნებს ჩაატარებენ, მაგრამ კონკრეტულ თარიღს არ ასახელებენ.