მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიანმარში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

შეტაკებები მიანმარში

მიანმარის პოლიციამ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა წინააღმდეგ რეპრესიების განხორციელება დაიწყო. ამის შესახებ Reutrers იუწყება. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ ათობით ადამიანი დააპატიმრა. შეტაკების დროს ერთი ქალი დაიღუპა. ის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

პოლიციამ მასშტაბური რეპრესიები მას შემდეგ დაიწყო, რაც გაეროში მიანმარის წარმომადგენელმა ამ ორგანიზაციას ქვეყანაში ძალადობის შესაჩერებლად ყველა აუცილებელი ზომის მიღებისკენ მოუწოდა.

მიანმარში 1-ელ თებერვალს სამხედრო გადატრიალება მოხდა. სამხედროებმა მიანმარის არჩეული ლიდერი აუნგ სან გუ ჩჟი და მისი პარტიის წარმომადგენლები დააკავეს. ამის შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციებზე ასიათასობით ადამიანი გამოვიდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 მიანმარში საპროტესტო აქციებში ასიათასობით ადამიანი მონაწილეობს (ვიდეო)

🔴 ესპანეთში საპროტესტო აქციებზე 160 ადამიანი დააკავეს (ვიდეო)