მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიანმარში ექიმების გაფიცვა დაიწყო

მიანმარში ექიმების გაფიცვა

მიანმარში ექიმებმა მუშაობა შეწყვიტეს. ისინი სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ, რომელიც ქვეყანაში 1-ელ თებერვალს მოხდა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

გაფიცვა მიანმარის 30 ქალაქის 70 საავადმყოფოში დაიწყო. ექიმების განცხადებაში აღნიშნულია, რომ არმიამ საკუთარი ინტერესები მოსახლეობის ინტერესებზე მაღლა დააყენა.

ექიმების გაფიცვას სტუდენტები და ახალგაზრდული ორგანიზაციებიც შეუერთდნენ.

სამხედრო გადატრიალება მიანმარში 1-ელ თებერვალს მოხდა. სამხედროებმა ხელისუფლებიდან პრეზიდენტი აუნგ სან სუ ჩჟი ჩამოაშორა და ის დააკავა. სამხედროების განცხადებით, ნოემბერში ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, ხოლო ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოგვარება ვერ მოახერხა.

იხილეთ აგრეთვე:

🎥 სამხედრო გადატრიალება მიანმარში