მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიანმარში იაპონელი ჟურნალისტი დააკავეს

იაპონელი ჟურნალისტი მიანმარში დააკავეს

მიანმარში იაპონელი ჟურნალისტი იუკი კიტაძუმი დააკავეს. ის ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აშუქებდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

45 წლის ჟურნალისტი საკუთარ სახლთან დააკავეს. პოლიციამ მის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. იაპონიის საელჩომ ამ დრომდე ჟურნალისტის ადგილმდებარეობა ვერ დაადგინა.

კიტაძუმი იაპონიის გაზეთ Nikkeiის თანამშრომელი იყო. შემდეგ ის გამოცემის წავიდა და მას შემდეგ ფრილანსერად მუშაობს. თებერვალში ის ერთხელ უკვე დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

მიანმარში საპროტესტო აქციები დაწყების შემდეგ 737 ადამიანი დაიღუპა. 3200-ზე მეტი ამ დროისთვის ციხეში რჩება.