მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიანმარში კიდევ 11 ადამიანი მოკლეს

მიანმარში 11 მოკლეს

მიანმარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში საპროტესტო აქციების 11 მონაწილე მოკლეს. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, მიანმარის უშიშროების ძალებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. ამბოხებულებმა ასევე გახსნეს ცეცხლი სანადირო თოფებიდან. მათ „მოლოტოვის კოქტეილებიც“ გამოიყენეს. შეტაკება ქალაქ ფრეშში მოხდა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია 20 დაჭრილის შესახებ. თვითმხილველები ამბობენ, რომ ქალაქში ფაქტობრივად ბრძოლა მიმდინარეობდა. სამხედროებს შორის დანაკარგებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაციის ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების შემდეგ, რომელიც 1-ელ თებერვალს მოხდა. მიანმარში საპროტესტო აქციების 600-მდე მონაწილე მოკლეს. 2 847 ადამიანი დააკავეს.