მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიანმარში საპროტესტო აქციაზე 38 ადამიანი დაიღუპა

მიანმარის აქცია

მიანმარში, გამართულ საპროტესტო აქციას 38 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას aljazeera ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს, რომლებიც მიანმარის მასშტაბით სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებდნენ.

გაეროს წარმომადგენელმა ქრისტინ შრანერ ბურგენერმა მომხდარს შოკისმომგვრელი უწოდა. მისივე თქმით, პოლიციამ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა.

„შემაშფოთებელი კადრები ვნახე, პოლიცია მომიტინგეებს ესროდა. მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა“, - აცხადებს გაეროს წარმომადგენელი.

ბურგენერის თქმით, ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენებაა საჭირო იმისთვის, რომ სიტუაციის განმუხტვა მოხდეს.

„ახლა ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობა, ამიტომ წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ სწორი ზომები ”, - აღნიშნა ბურგენერმა.

ინფორმაციისთვის, დემონსტრანტები სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ, რომელიც მიანმარში 1-ელ თებერვალს მოხდა.

სამხედროებმა ქვეყნის მმართველი აუნ სა სუ ჩი დააკავეს. ხუნტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალ საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებენ, ვინაიდან წინა არჩევნები, მათი განცხადებით, გაყალბებული იყო. მიუხედავად ამისა, მოსახლეობას სამხედროების არ სჯერა და საპროტესტო აქციებს განაგრძობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ მიანმარში საპროტესტო აქციის დარბევისას 18 ადამიანი მოკლეს (ვიდეო)

✔️ მიანმარში საპროტესტო აქციებზე 350 ადამიანი დააკავეს