მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიანმარში საპროტესტო აქციებში ასიათასობით ადამიანი მონაწილეობს (ვიდეო)

აქციები მაინმარში

მაინმარში მიმდინარე საპროტესტო აქციებში ასიათასობით ადამიანი მონაწილეობს. სამხედრო ხუნტამ ქვეყნის დედაქალაქ იანგონში ჯავშანტექნიკა შეიყვანა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

საპროტესტო აქციები უფრო მასშტაბური მას შემდეგ გახდა, რაც 2 დღის წინ პოლიციამ ქალაქ მაიჩინაში დემონსტრანტების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ამ დრომდე უცნობია, გამოიყენა თუ არა პოლიციამ საბრძოლო ტყვიები, თუ საუბარია არალეტალური იარაღის გამოყენებაზე.

ასევე იანგონში ინტერნეტი გამორთეს. მიუხედავად ამისა, საპროტესტო აქციები გრძელდება, რომლებშიც სტუდენტები, მასწავლებლები და საზოგადოების სხვა ფენების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები სამხედრო ხუნტის მიერ დაკავებული ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის აუნ სან სუს გათავისუფლებას მოითხოვენ. სამხედრო გადატრიალება მაინმარში 1- ელ თებერვალს მოხდა.