მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიანმარში საპროტესტო აქციებზე 350 ადამიანი დააკავეს

დაკავებები მიანმარში

მიანმარში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 350 ადამიანი დააკავეს. ათიათასობით ადამიანი ქვეყანაში 1-ელ თებერვალს მომხდარ სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებს. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პოლიცია ღამის საათებში მოსახლეობას სახლებში უვარდება და მათ აკავებს, უფრო სწორად იტაცებს. „შეწყვიტეთ ადამიანების გატაცება“ აცხადებენ პროტესტის მონაწილეები.

აქციებში მონაწილეთა გარდა დაკავებულთა შორის ოფიციალური პირები და მღვდელთმსახურებიც არიან.

უფლებადამცველი ორგანიზაციები მიანმარში ბოლო დღეებში ადამიანის უფლებების დარღვევის არაერთ ფაქტზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა დაკავებულთა ადგილსამყოფელის და მათი მდგომარეობსი შესახებ ხშირად არაფერი იციან.

სამხედრო გადატრიალება მიანმარში 1-ელ თებერვალს მოხდა. არმიამ ქვეყნის ხელისუფლება 2020 წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და ძალაუფლება ხელში აიღო. მიანმარს 2015 წლამდე თითქმის ნახევარი საუკუნე სამხედრო ხუნტა მართავდა.

იხილეთ ასევე:

♻️ მიანმარში საპროტესტო აქციებს მასწავლებლებიც შეუერთდნენ