მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Microsoft მზადაა TikTok-ში ათობით მილიარდი დოლარი გადაიხადოს

მნაიკროსოფტი მზადაა ტიკტოკი იყიდოს

ჩინური კომპანია ByteDance– სგან TikTok– ის შესყიდვის ერთ–ერთი პრეტენდენტი ამერიკული Microsoft–ია. კომპანია მზად არის აპლიკაციაში 10-30 მლრდ-მდე დოლარი გადაიხადოს. ამის შესახებ CNBC იუწყება.

გამოცემის თანახმად, მხარეები საბოლოო თანხაზე ჯერ არ შეჯერებულან, თუმცა უკვე შეთანხმებულია, რომ შეძენის შემთხვევაში, სოციალური ქსელის ამერიკელი მომხმარებლების მონაცემები შეერთებულ შტატებში შეინახება.

სავარაუდოდ, მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაში - 15 სექტემბრამდე დასრულდება. ეს პერიოდი ამერიკის ხელისუფლების მიერ განსაზღვრული დროა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალური ქსელი შეერთებული შტატების მასშტაბით დაიბლოკება.