უცხოეთი

მიხეილ სააკაშვილი: ნავალნი არის გმირი

სააკაშვილი ნავალნიზე
1620117396
დაკოპირებულია

„რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი არის გმირი“. ამის შესახებ Deutche Welle-ს რუსულ რედაქციასთან ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, მზად არის თუ არა ის, რომ საქართველოს ხელისუფლება მოექცეს ისე, როგორც რუსეთის ხელისუფლება მოექცა ალექსეი ნავალნის, სააკაშვილმა უპასუხა:

„დიახ, სავსებით შესაძლებელია. მაგრამ რუსეთისგან განსხვავებით ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს. ნავალნი, ჩემი აზრით, გმირია და მას მომავალში ბევრად დიდი მხარდაჭერა ექნება, ოღონდ თუ გადარჩება ციხეში.

მე მას ბევრ რამეში არ ვეთანხმები, მას ჩემზეც აქვს ცუდი რაღაცები ნათქვამი, მაგრამ საერთო ჯამში მსოფლიოში ასეთი პიროვნება ბევრი არ არის. რა თქმა უნდა, ის არის გმირობის სიმბოლო და მხარდაჭერას საჭიროებს“- განაცხადა სააკაშვილმა.

ჟურნალისტი, ასევე, შეეხო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს და ის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შეადარა.

„არც ჩვენ 2008 წელს, არც ზელენსკი ახლა, არსად შეჭრას არ აპირებდა. ჩვენც და ზელენსკის აგრესიას ვპასუხობდით. როდესაც შენს ტერიტორიაზე იჭრებიან, იძულებული ხარ პასუხი გასცე. და თუ არ პასუხობ, მაშინ უნდა დანებდე და კაპიტულაცია გამოაცხადო.

ზელენსკი ხელისუფლებაში მივიდა, როგორც მშვიდობის პრეზიდენტი და მას ახლაც მშვიდობა სურს. მაგრამ მშვიდობა ცალმხრივი ვერ იქნება. და როდესაც შენი პარტნიორი ყველანაირად ცდილობს, რომ კიდევ რაღაც წაგართვას, ჩაყლაპოს, მაშინ ასეთ პარტნიორთან ელეგანტურ სტილში ტანგოს ცეკვა არ გამოგივა“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ზელენსკი-პუტინის შეხვედრის ჩატარებას მხარს უჭერს, რადგანაც დიალოგის არარსებობა „საერთოდ ვარიანტი არ არის“.

პაციენტი პალატაში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამ...

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629227

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

1620630228

რუსეთის ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე მურახოვსკი, რომელიც ნადირობისას რამდენიმე დღის წინ ტყეში დაიკარგა, ნაპოვნია. ამის შესახებ rbc.ru Telegram-канал Baza-ზე დაყრდნობით იუწყება.

1620629750

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 535 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა.

1620629728
კორონავირუსი

549 ინფიცირება, 1439 გამოჯანმრთელება - ეპიდვი...

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1439 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629319
სერგო ჩიხლაძე ოქრიაშვილზე: წამალში რომ 3...

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს სოციალურ ქსელში აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ოქრიაშვილი მედროვეობის მაგალითია.

10 მაისს, თბილისის 7 უბნის ნაწილს ელექტრ...

სხვადასხვა სამუშაოს გამო 10 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

დღეს ბახმაროსა და ბაკურიანში მოთოვა

დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი ცვალებადი იყო. ბახმაროს შემდეგ, დღეს ბაკურიანშიც მოთოვა.