მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მილანში სწავლის დაწყებისთანავე 4 ბავშვს კოვიდ-19 დაუდასტურდა

იტალია მილანი

მილანში სწავლის დაწყებისთანავე 4 მოსწავლე კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას იტალიური გამოცემა ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევები სწავლის დაწყებიდან 24 საათში გამოვლინდა. აქედან რამდენიმე შემთხვევა დაწყებით კლასსა და ბაღშია დაფიქსირებული.

არსებული ინფორმაციით, მათი გარშემომყოფები და თანაკლასელები გადაყვანილნი არიან იზოლაციაში.

ინფორმაციისთვის, 16 სექტემბრის მონაცემებით იტალიაში კორონავირუსის 289 990 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 35 633 გარდაიცვალა, 214 645 კი განიკურნა.