მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მინსკში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი კვლავ გამოიყენეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე აქციაზე ასობით ადამიანი დააკავეს.

მინსკის ცენტრში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს, - ამის შესახენ ინფორმაციას „ დოჟდი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამართალდამცველებმა ბელარუსის დედაქალაქის ცენტრალური ნაწილის ქუჩები გადაკეტეს. ლუკაშენკოს ინაუგურაციის შემდეგ გამართული საპროტესტო აქცია სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა.

როგორც ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, ამ მომენტისთვის ათობით ადამიანია დაკავებული.

ინფორმაციისთვის, ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ინაუგურაციის ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა.

მინსკში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია გაიმართა.