მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მინსკში პოლიციამ ლუკაშენკოს წინააღმდეგ აქციაზე ათობით ადამიანი დააკავა 

აქცია მინსკში

ბელორუსიის პოლიციამ მინსკში ათობით ადამიანი დააკავა, რომლებიც ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართულ აქციაში იღებდნენ მონაწილეობას. 

როგორც Reuters წერს, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენა. აგრეთვე, მეტროსადგურ პუშკინსკაიასთან ცრემლსადენი გაზი გამოიყენა ხალხის დასაშლელად.

ქალაქის მასშტაბით მიუწვდომელი გახდა მობილური ინტერნეტი.

ცნობისთვის, ბელორუსიაში პოლიტიკური კრიზისია, რადგან აგვისტოს არჩევნების შემდეგ ყოველკვირეულად ათეულობით ათასი ბელორუსი ადამიანი ქუჩებში გამოდის და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს.

ლუკაშენკო უარყოფს ოპოზიციის ბრალდებებს, რომ არჩევნები გაყალბდა მის სასარგებლოდ.