მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიშელ ბაჩელეტი: კორონავირუსი ადამიანის უფლებებს საფრთხეს უქმნის

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი

"COVID-19-ის პანდემია ადამიანის უფლებებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მთელ მსოფლიოში",- ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტიმ განაცხადა.

”ჩვენ ვიცით, რომ ჩაკეტილობა და შეზღუდვები არ შეიძლება სამუდამოდ გაგრძელდეს. აუცილებელია სახელმწიფოებმა ფრთხილად შეიმუშაონ ეპიდემიის დაძლევის სტრატეგიები, რათა საზოგადოების რესოციალიზაცია მოხდეს",- აღნიშნა კომისარმა.

მისი თქმით, შექმნილი რთული ვითარება არ რთავს ნებას მთავრობებს, რომ ადამიანის უფლებები დაარღვიონ.

"განვითარებად ქვეყნებში პანდემიის პირობებში კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა სოციალური უთანასწორობა, ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის პრობლემა, შრომითი უფლებების დარღვევა და სოციალურად დაუცველობის საკითხი",- განაცხადა მიშელ ბაჩელეტიმ.