მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიშელ ობამა: დეპრესია მაქვს, დამღლელია ყოველ დღე იგებდე, როგორ დაჩაგრეს კიდევ ერთი შავკანიანი ადამიანი

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი

„პანდემიის, რასობრივი უსამართლობისა და ტრამპის ადმინისტრაციის თვალთმაქცობის გამო, დეპრესია მაქვს“, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ განაცხადა.

როგორც BBC წერს, მიშელ ობამას ღამით სიმძიმის შეგრძნება ან კონკრეტულ პრობლემაზე წუხილი აღვიძებს.

„დეპრესია მაქვს არა მხოლოდ კარანტინის, არამედ რასობრივი დისკრიმინაციისა ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედების გამო, ყოველ დღე უფრო და უფრო ფარისევლები ხდებიან“, - ამბობს ქვეყნის ყოფილი პირველი ლედი და დასძენს, რომ დამღლელია ყოველ დღე იღვიძებდე და იგებდე კიდევ ერთ ისტორიას, როგორ დაჩაგრეს შავკანიანი ადამიანი, ტკივილი მიაყენეს ან ცრუ ბრალდება წარუდგინეს.