მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მკაცრი ზომების წინააღმდეგ - ავსტრალიაში პოლიციამ ათობით მოქალაქე დააკავა

აქცია ავსტრალიაში

ავსტრალიაში პანდემიის პირობებში დაწესებულ მკაცრ ზომებს აპროტესტებენ. აქციას ასობით ადამიანი ესწრება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა.

ავსტრალიის ეპიდემიის ცენტრში მელბურნში, 300-მა ადამიანმა მკაცრი ზომები გააპროტესტა, რომელიც 1 თვის განმავლობაში მოქმედებს.

პარასკევს, 4 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ 8 შტატიდან შვიდში დეკემბერში შიდა საზღვრების გახსნაზე შეთანხმდა.

ამასთან, მან მოსახლეობა გააფრთხილა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არ არსებობის შემთხვევაში, შეზღუდვების ფონზე ცხოვრება შესაძლოა, წლების განმავლობაში მოუწიოთ.

ბოლო 2 თვის განმავლობაში ავსტრალიაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა სამჯერ გაიზარდა და 26 ათასზე მეტი შეადგინა. ამავე პერიოდში სიკვდილიანობამ 104-დან 748-მდე მოიმატა.