მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მკურნალობის დასრულების შემდეგ ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს

ალექსეი ნავალნი

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მკურნალობის დასრულების შემდეგ ის რუსეთში დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი The New York Times ავრცელებს. „ის არ ასპირებს გადასახლებაში ყოფნას. მას სახლში დაბრუნება სურს და იქ საქმის გაგრძელება“ - უთხრა გაზეთს ანონიმურმა წყარომ გერმანიის უშიშროების სამსახურში.

ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ამჟამად გერმანიის კლინიკა „შარიტეში“ მკურნალობს, რამდენიმე დღის წინ გაუმჯობესდა. ის კომიდან გამოვიდა და საწოლიდან ადგომასაც ახერხებს.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს მოწამლეს, როდესაც ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. 22 აგვისტოდან რუსი ოპოზიციონერი გერმანიაში მკურნალობს. გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პოლიტიკოსი მომწამლავი ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.