მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Moderna: ჩვენი ვაქცინა 100%-ით ეფექტიანია

მოდერნას ვაქცინა 100%-ით ეფექტიანია

კომპანია Moderna-ს ვაქცინა Covid 19-ის მძიმე ფორმისგან პაციენტების 100%-ს დაიცავს. ამის შესახებ ამერიკული კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას forbes.com ავრცელებს.  

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ვაქცინირებული პაციენტების 94,1%-ს კორონავირუსი საერთოდ არ დაემართებათ, ხოლო დარჩენილი 5,9% მას მსუბუქი ფორმით გადაიტანს.

კვლევებში 30 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ნაწილს ვაქცინა, ნაწილს კი პლაცებო გაუკეთეს. COVID 19-ის რთული ფორმით 30 ადამიანი ინფიცირდა და ყველა მათგანს პლაცებო ჰქონდა გაკეთებული.

Moderna-მ უკვე მიმართა შესაბამის ორგანოებს ვაქცინის ოფიციალური რეგისტრაციის მოთხოვნით. წინასწარი ინფორმაციით, ამ კომპანიის ვაქცინა 25-დან 37 დოლარამდე ეღირება.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში Covid 19-სგან მოსახლეობის ვაქცინაცია შეიძლება მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყოს.