მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Moderna-ს ვაქცინა 25-დან 37 დოლარამდე ეღირება

კოვიდვაქცინაცია 11 დეკემბერს დაიწყება

ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინა 25-დან 37 დოლარამდე ეღირება. ვაქცინის ფასი კონკრეტული შეკვეთის მოცულობიდან გამომდინარე სხვადასხვა იქნება. ამის შესახებ გამოცემა Die Welt იუწყება. 

დასკვნითი კვლევების დროს კომპანიის მიერ შექმნილმა პრეპარატმა 94,5%-ის ეფექტიანობა აჩვენა. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ვაქცინას შეუძლია COVID 19-ის ინფიცირების შეჩერება ან მისი ალბათობის მინიმუმამდე დაყვანა.

აშშ-ში კორონავირუსისგან ვაქცინაცია შეიძლება უკვე 11 დეკემბერს დაიწყოს. ამის შესახებ CNN-ს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ვაქცინაციის საკითხში მონსეფ სლაუნმა აცნობა.

მისი ინფორმაციით, მედიკამენტების და საკვები პროდუქტების საბჭოს საკონსულტაციო კომიტეტის სხდომა 10 დეკემბერს გაიმართება. ამ სხდომაზე ვაქცინის კლინიკური გამოყენების საკითხი უნდა გადაწყდეს. მომდევნო 24 საათის განმავლობაში კი ვაქცინა იმ ადგილებში გაიგზავნება, სადაც ვაქცინაცია მოხდება.