მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსკოვი აშშ-ის ახალ სანქციებს „პიარ-სვლას“ უწოდებს

აშშ-ის სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ

„აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგი არის პიარ-სვლა, რომელსაც არანაირი მტკიცებულება არ ახლავს თან“. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. 

„ეს არის საკმაოდ არადიპლომატიური პიარ-სვლა, რომელიც გამოგონილია და რეალურ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. მისი მიზანია მსოფლიოსთვის რუსეთის მოქალაქეების, როგორც ადამიანის უფლებების დამრღვევების წარმოჩენა“ - აცხადებს ზახაროვა.

“Reuters“-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 6 რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა. მათ შორის არის ახმად კადიროვის სახელობის ფონდი, კომპანია „ჩეჩნეთის მინერალური წყლები“ და საფეხბურთო კლუბი „ახმადი“.