მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსკოვი თბილისისგან ლუგარის ლაბორატორიაზე წვდომას ითხოვს

ლუგარის კვლევითი ცენტრის ფასადი

რუსეთს სურს იცოდეს თბილისში ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრის რეალური მიზნები, მაგრამ ქართული მხარე ამ დაწესებულებაში ექსპერტების ვიზიტის შესახებ კითხვას არ პასუხობს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

”ჩვენი შეშფოთების საგანი - ვაშინგტონი არ ხსნის იმას, თუ რას აკეთებს რუსეთის საზღვრების მახლობლად. ბუნებრივია, ეს არ შეიძლება ჩვენ მიერ გათვალისწინებული იყოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში. რუსეთს აქვს შეკითხვები ლუგარის ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მიერ აშენდა. გარდა ამისა, ცენტრის ტერიტორიაზე მოქმედებს აშშ-ს არმიის - საქართველოს სამედიცინო კვლევების დეპარტამენტი”,- აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს ლუგარის ლაბორატორიაში მოხდეს რუსი სპეციალისტების ვიზიტი, მათ შორის იმ განყოფილებებში სრული დაშვებით, სადაც ამერიკელი მეცნიერები მუშაობენ.