მოსკოვის სასამართლომ ასტამურ ბუტბას და ნუგზარ პაპავას დაკავების ორდერი გასცა. ისინი „კანონიერი ქურდის“, ვაიჩესლავ ივანკოვის, მეტსახელად „იაპონჩიკის“ მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.
„იაპონჩიკის“ მკვლელობა 2009 წელს მოხდა. ბუტბამ „იაპონჩიკს“ სნაიპერის შაშხანიდან ესროლა, როდესაც ის რესტორან „ტაივანის სპილოდან“ გამოდიოდა. პაპავა ასევე მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა. ის კილერს იცავდა და ავტომატით იყო შეიარაღებული.
ბუტბა და პაპავა ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. მკვლელობის ყველა სხვა მონაწილე, რომლებიც იარაღის გადატანით, ასევე მკვლელობის ორგანიზებით იყვნენ დაკავებულები, დაპატიმრებულები არიან.
სასამართლომ ბუტბას და პაპავას დაუსწრებლად წაუყენა ბრალი მკვლელობაში, რომელიც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შემადგენლობაში ჩაიდინეს და იარაღის უკანონო შენახვაში.
ამჟამად ამ პირების რუსეთში ექსტრადირების საკითხი განიხილება. ამ საქმეზე დაკავებულები არიან ასევე მურთაზ შედანია, კახა გაზაევი, ჯამბულ ჯანაშია და მკვლელობის სავარაუდო დამკვეთი ილია სიმონია.
იხილეთ აგრეთვე:
🔅 რუსეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ ციხიდან გამოსვლის ნაცვლად ისევ ციხეში შეაბრუნეს
ეროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ეწვევა. მიშელის ტურნე 28 თებერვლიდან 3 მარტამდე გასტანს. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციას შეუერთდება.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე უერთდება გაერთიანებული ოპოზიციის აქციას.
ის აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა არის უცვლელი, ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა ამის ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნებია.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძის თქმით, გასულ წელს იყო გარკვეული ჩავარდნები შეზღუდვების მოხსნის გამო, თუმცა ქვეყანამ არსებულ ვითარებას კარგად გაართვა თავი.
თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ამაზე სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი მეტყველებს.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პროტესტი სამართლიანად არ მიაჩნია, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ აქვთ აქციის გამართვის უფლება.
საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის მეშვიდე პლენარული სხდომა ონლაინ ფორმატით გაიმართა. სხდომაზე სატყეო პოლიტიკის, ტყის მართვისა და ზედამხედველობის მიმართულებით 2020 წელს განხორციელებულ აქტივობებსა და 2021 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სამ თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. ბილეთების შეძენა მგზავრებს სალაროებში დღეიდან შეეძლებათ.