მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსკოვში ახალშობილი კორონავირუსის დიაგნოზით დაიბადა

ჩვილი სამშობიაროში

მოსკოვის N15-ე საავადმყოფოში, რომელიც კორონავირუსიანი პაციენტების მიმღებ კლინიკად გამოცხადდა, აღნიშნული ინფექციის დიაგნოზით ახალშობილი დაიბადა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

ცნობილია, რომ მშობიარობამდე დედას კორონავირუსზე ტესტი გაუკეთდა. მისი პასუხი დადებითი იყო.

ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. იგი ბავშთან ერთად კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.

რუსეთში კორონავირუსის 2 777 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 24 ადამიანი.