მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსკოვში ღამის კლუბებს მუშაობის უფლება მისცეს

მოსკოვში ღამის კლუბები იხსნება

მოსკოვის მერიის გადაწყვეტილებით, დღეიდან ღამის კლუბებს, რესტორნებს, დისკოთეკებს, კარაოკეებს და მსგავსი ტიპის სხვა ობიექტებს მუშაობის უფლება მისცეს. ამის შესახებ Meduza იუწყება. 

გარდა ამისა, მოსკოვში გაუქმდა მოთხოვნა კომპანიების მიმართ, რომლის მიხედვით პერსონალის 30% დისტანციურ მუშაობაზე უნდა გადასულიყო. ის მხოლოდ რეკომენდაციის სახით დარჩება.

როგორც მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, 6 თებერვლამდე უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის განახლების გადაწყვეტილება იქნება მიღებული. სკოლებში სასწავლო პროცესი 18 იანვრიდან განახლდა. ასევე მოიხსნა შეზღუდვები მუზეუმების, ბიბლიოთეკების და სხვა კულტურული დაწესებულების საქმიანობაზე.

ოფისებში და დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულო რჩება.

ასევე წაიკითხეთ:

📻 დიდ ბრიტანეთში სკოლების გახსნა 8 მარტამდე გადაიდო

📻 ლევან შარონი: ისრაელში მოსახლეობის 80-85% თანახმაა ვაქცინის გაკეთებაზე