მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსკოვში მილიონი ადამიანი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა

მოსკოველები დისტანციურ მუაობაზე გადაიყვანეს

დაახლოებით მილიონი ადამიანი მოსკოვში დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. ამის შესახებ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა „როსია 1“-ის ეთერში განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა Meduza ავრცელებს.

ოქტომბრის დასაწყისში მოსკოვის მერიამ დაავალდებულა კომპანიები, რომ თანამშრომლების 30% დისტანციურ მუშაობაზე გადაეყვანა. ეს ვალდებულება 28 ოქტომბრამდე მოქმედებს.

კომპანიები ვალდებულები არიან მიაწოდონ მერიას ამ თანამშრომელთა ტელეფონის და ავტომობილების ნომრები, ასევე ინფორმაცია მათი სატრანსპორტო და სოციალური ბარათების შესახებ. 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს მოსკოვის მერია მოუწოდებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი გადაადგილებისგან.

ცნობისთვის, ბოლო დღე-ღამეში რუსეთში კორონავირუსის 15 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 232 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 8485 გამოჯანმრთელდა.

საერთო ჯამში კი პანდემიის დაწყებიდან რუსეთში კორონავირუსით 1 მილიონ 370 ათასი ადამიანი ინფიცირდა.