მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 212 326 ადამიანი ინფიცირდა. ჯანმოს განცხადებით, ეს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 212 326 ადამიანი ინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ეს Covid-19-ის შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

ყოველდღიურად გლობალური მასშტაბით გარდაცვლილთა რიცხვი დააახლოებით, 5 000-ით იზრდება. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, სულ მსოფლიოში კორონავირუსით 531 069 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსით 11 მილიონ 281 ათასი ადამიანი ინფიცირდა. მათგან ექვს მილიონზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა აშშ, მეორეზე ბრაზილია, ხოლო მესამე ადგილს რუსეთი იკავებს.