მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთიან ყარაბაღში 52 ათასზე მეტი ლტოლვილი დაბრუნდა

ლტოლვილების დაბრუნება ყარაბაღში

მთიან ყარაბაღში 52 447 სომეხი ეროვნების ლტოლვილი დაბრუნდა, რომლებმაც რეგიონი საბრძოლო მოქმედებების გამო დატოვეს. ამის შესახებ Armenpress იუწყება. 

ბოლო ავტოკოლონით მთიან ყარაბაღში კიდევ 32 ადამიანი დაბრუნდა. კოლონა იქ რუსეთის სამშვიდობო ძალების თანხლებით ჩავიდა.

პარალელურად ყარაბაღში განაღმვითი სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის საერთო ჯამში 1343 ჰექტარის ფართობი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან გაუვნებელყოფილია.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 2020 წელის 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 სომხეთში საკუთარი დრონების წარმოება იგეგმება

🔴 ოკუპირებულ აფხაზეთში სომხური დიასპორა ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერთა შტაბს შეუერთდა