მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთიანი ყარაბაღი ბაქოს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს განცხადება

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის ძალებზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ცნობებს დეზინფორმაციას უწოდებს. ამის შესახებ ria.ru იუწყება. 

„არც 27 და არც 28 დეკემბერს არცახის არც ერთ შენაერთს არანაირ ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღია. არ დარეგისტრირებულ არც ერთი ინციდენტი, სომხური მხრიდან არც ერთი გასროლა არ მომხდარა“ - აცხადებენ არაღიარებული ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტროში.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მთიანი ყარაბაღის ჰოჯავენდის რაიონში აზერბაიჯანულ სპეცრაზმელებსა და ტყეში ჩარჩენილ სომხურ შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

იხილეთ აგრეთვე:

🔆 მთიან ყარაბაღში შეიარაღებული შეტაკება მოხდა - არიან დაღუპულები

🔆 მთიან ყარაბაღში ნაღმის აფეთქების შედეგად რუსი ოფიცერი გარდაიცვალა