მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნავალნი: ჩემი პროტესტი არა მხოლოდ მე, არამედ ასიათასობით სხვა ადამიანსაც ეხება

ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„ჩემი პროტესტი არა მხოლოდ მე, არამედ ასიათასობით სხვა ადამიანს ეხება, ვისაც არანაირი უფლებები არ აქვს“,- რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ინსტაგრამზე ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი უფლებების შეზღუდვის შესახებ წერს.

„დღეს დილით პოლკოვნიკი ქალი მოვიდა და მითხრა: თქვენი სისხლის ანალიზი ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებასა და რისკზე მიუთითებს. თუ შიმშილობაზე უარს არ იტყვით, ჩვენ მზად ვართ, ახლავე იძულებით კვებაზე გადაგიყვანოთ. ვუსმენდი და საბავშვო ბაღი გამახსენდა... .

ჩემი აბსოლუტურად გარანტირებული უფლებაა, გამომიკვლიოს დამოუკიდებელმა ექიმმა, რატომ ჩამომართვით ეს უფლება და რატომ მაიძულებთ ამის მიღწევას შიმშილით?

ჩემი პროტესტი არა მხოლოდ მე, არამედ ასიათასობით სხვა ადამიანს ეხება, ვისაც არანაირი უფლებები არ აქვს.“,- წერს ნავალნი.