რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ადვოკატის ინფორმაციით, ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა. ამის შესახებ BBC იუწყება.
ვადიმ კობზევის განცხადებით, ალექსეი ნავალნის ხერხემალზე ორი თიაქარი დაუდგინდა. ის ხელების და ფეხების მგრძნობელობას კარგავს.
გარდა ამისა, ნავალნის მაღალი ტემპერატურა აქვს, რომელიც 38-39 გრადუსს შორის მერყეობს.
„ავადმყოფობა აშკარად პროგრესირებს. ალექსეის სიარული უჭირს. ეს დიდ შეშფოთებას იწვევს" - განაცხადა ადვოკატმა.
რამდენიმე დღის წინ ნავალნი მაღალი სიცხით ქალაქ პოკროვის კოლონიის სამედიცინო განყოფილებაში გადაიყვანეს. მას ხველა და მაღალი სიცხე ჰქონდა.
ციხეში ნავალნის პირობებთან დაკავშირებით ორგანიზაცია Amnesty International-მა გაავრცელა განცხადება, რომ ის „წამების ტოლფასია“.
ამავე თემაზე:
⭕ ალექსეი ნავალნი: მაქვს ძლიერი ხველა და მაღალი ტემპერატურა
⭕ ალექსეი ნავალნიმ ციხეში შიმშილობა დაიწყო
⭕ „ექიმს ნავალნისთან ვიზიტის უფლება არ აქვს, მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია“ - ადვოკატი
ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ უახლეს ამბებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ.
📌ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.
📌რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად. ჯარისა და ჯავშანტექნიკის გადაადგილება რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ ყოველდღიურად მიმდინარეობს.
ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონსტანტინე ფილიას აზრით, გალის მოსახლეობას ენგურზე უპრობლემოდ გადასვლის საშუალება უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ ფილიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მაჭავარიანის ქუჩაზე ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები და გატარებული ღონისძიებები გერმანელი სპეციალისტების მიერ დადებითად შეფასდა“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მეწყერსაშიშ ზონაში გერმანელ სპეციალისტებთან ერთად საპრევენციო ღონისძიებების გაცნობის შემდეგ განაცხადა.
გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველთა პირველი ჯგუფი საქართველოდან დღეს გაემგზავრა.
პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ყოფილი მეუღლის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შესახებ მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება.
„მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე“,- ვკითხულობთ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.
„ეს მართლაც საინტერესო იდეაა იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა შეძლოს და დაამტკიცოს ამბიცია, რომელსაც აცხადებენ და რომ აქვთ ის მხარდაჭერა, რაზეც საუბრობენ“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა და „ქართული ოცნების“ რეგიონალურ მდივანს, დიმიტრი სამხარაძეს გამოეხმაურა, რომელმაც გიორგი გახარიას გუნდის წევრ მაჟორიტარებს მოუწოდა, რომ დატოვონ მანდატები და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად გამართულ შუალედური საპარლამენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და ამით გაზომონ საკუთარი რეიტინგი.
გერმანელმა ინჟინერ-გეოლოგმა, პეტერ ნიუმანმა მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მუდმივი მონიტორინგია საჭირო, თუმცა ამჟამად ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.