მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნავალნი პუტინს პასუხობს, რომელმაც გამოთქვა ვერსია, რომ ოპოზიციონერმა თავი თვითონ მოიწამლა

ნავალნი პუტინს პასუხიბს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს პასუხობს, რომელმაც გამოთქვა ვერსია, რომ ოპოზიციონერმა თავი თვითონ მოიწამლა. ფრანგული გამოცემა Le Monde-ს ცნობით, პუტინმა ეს ვარაუდი საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის დროს გამოთქვა.

„კარგი ვერსიაა, აუცილებლად შესამოწმებელია. აბა რა, მე „ნოვიჩოკი“ სამზარეულოში მოვხარშე“ - წერს ნავალნი. ის ასევე ამატებს, რომ „ამ ვერაგული გეგმის მიხედვით ის ომსკის საავადმყოფოში უნდა მომკვდარიყო და ომსკის მორგში მოხვედრილიყო“.

ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ნავალნიმ შხამი თვითონ მიიღო. ასევე, პუტინის აზრით, ეს ფაქტი, შესაძლოა, ლატვიასთან იყოს დაკავშირებული, რადგანაც „ნოვიჩოკის შემქმნელი ახლა იქ ცხოვრობს“.

ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ნავალნის მიერ ავადმყოფობის სიმულირებას ფაქტებს ადრეც ჰქონდა ადგილი. მან ნავალნის უწოდა „შანტაჟისტი, რომელიც დეპუტატებს და მაღალჩინოსნებს კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დახმარებით აშანტაჟებდა“.