მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნავალნი: რუსეთის ლიდერს ჩემი ეშინია (ვიდეო)

ნავალნის სასამართლო

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც 17 იანვარს ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნების შემდეგ დააკავეს, საკუთარი პრესმდივნის მეშვეობით ვიდეოს ავრცელებს, რომელიც სასამართლოზე ჩაწერა. ამის შესახებ  Meduza იუწყება. 

„ის რაც აქ ხდება, უკანონობის უმაღლესი გამოვლინებაა. პოლიციის შენობაში „სასამართლოს გასვლითი სხდომა“ ტარდება, რომ მე აღკვეთის ღონისძიება შემიფარდონ. ალბათ იმ ბებერს ბუნკერში ჩემი ისე ეშინია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დახიეს და სანაგვეზე გადააგდეს. ერთი წუთის წინ კამერიდან გამომიყვანეს ადვოკატებთან შესახვედრად. შემიყვანეს რაღაცა ოთახში, აქ სხედან ადამიანები და მეუბნებიან, რომ ეს ღია სასამართლო სხდომაა. რატომ ტარდება სასამართლო პროცესი პოლიციის შენობაში? არავისთვის არანაირი შეტყობინება და უწყება არ გაუგზავნიათ. მე მართლმსაჯულებაზე ბევრი დაცინვა მინახავს, მაგრამ ეს ჩემს მიერ აქამდე ყველა ნანახს აღემატება“ - ამბობს ნავალნი.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი შერემეტიევოს აეროპორტში 17 იანვარს საღამოს დააკავეს, მას პირობითი სასჯელის წესების დარღვევას ედავებიან. ნავალნის ოთხ წლამდე ციხე ემუქრება.

ნავალნის მოსკოვში ჩაფრენამდე ოპოზიციონერის მხარდამჭერებიც დააკავეს, რომლებიც ალექსეის აეროპორტში ელოდებოდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

🔱 აშშ და ევროკავშირი ნავალნის გათავისუფლებას მოითხოვენ

🔱 ალექსეი ნავალნი დააკავეს