მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნავალნი თავის მოწამვლაში პუტინს ადანაშაულებს

რუსდი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მისი მოწამვლის უკან პირადად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დგას. ამის შესახებ ნავალნიმ გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.

„სხვა ვერსია მე არა მაქვს. ამ დანაშაულის უკან დგას ვლადიმერ პუტინი“ - აცხადებს ნავალნი.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გერმანიაში მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ ის რუსეთში დაბრუნდება.

ალექსეი ნავალნი რუსეთში 20 აგვისტოს მოწამლეს, როდესაც ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. მოგვიანებით ის სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ოპოზიციონერი მომწამლავი ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.