მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნავალნი ციხეშია, რას უნდა ელოდოს რუსეთი? - ექსპერტების მოსაზრება

ნავალნი ციხეშია

"რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გასამართლება და მისთვის 3-წლიანი პატიმრობის მისჯა რუსეთის პოლიტიკას ახალ ეტაპზე გადაყვანას ნიშნავს, რომლის დროსაც პოლიტიკური ბრძოლა უფრო დაუნდობელი გახდება". ასეთია ექსპერტების მოსაზრება მოსკოვის სასამართლოს მიერ ნავალნის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ამის შესახებ BBC იუწყება. 

პოლიტოლოგ კონსტანტინ კალაჩევის აზრით, რუსეთში „ყველაფერი ჯერ მხოლოდ იწყება". „სექტემბერში რუსეთის სახელმწიფო დუმაში არჩევნები ტარდება. თუ ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებს პრობლემებს შეუქმნის, ამას შეიძლება დიდი პროტესტი მოჰყვეს. ადამიანთა დიდ კატეგორიას ჯერ ვერ გადაუწყვეტია კრემლს დაუჭიროს მხარი, თუ ნავალნის. მისი ციხეში გაშვებამ ოპოზიციონერის მხარდამჭერების და გულშემატკივრების რიცხვი შეიძლება გაზარდოს“ - ამბობს ექსპერტი.

პოლიტოლოგ ალექსეი მაკარკინს მიაჩნია, რომ ახლო მომავალში კრემლს საპროტესტო აქციები სერიოზულად არ ემუქრება, თუმცა, მისი აზრითაც, ეს მდგომარეობა საპარლამენტო არჩევნების წინ შეიძლება შეიცვალოს. „არჩევნების მოახლოებასთან ერთად საზოგადოების პოლიტიზირება გაიზრდება. ეს შეიძლება კრემლისთვის პოტენციურ პრობლემას წარმოადგენდეს. თანაც ხელისუფლებას მანევრისთვის საშუალება არ რჩება. ნავალნის რომ შინა პატიმრობა ჰქონოდა მისჯილი, იქ შეიძლება ლავირება. რეალური სასჯელის დროს კი მისი გათავისუფლება უფრო რთული იქნება“ ამბობს მაკარკინი.

„კრემლს ესმის, რომ ციხეში ნავალნის ჩასმით ის სტრატეგიულად საკუთარ მდგომარეობას აუარესებს“ - აცხადებს პოლიტოლოგი აბას გალიამოვი. მისი აზრით, რუსეთის ხელისუფლების ამოცანაა მინიმუმამდე დაიყვანოს ნავალნის ზეგავლენა 2021 წლის დუმის და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. „კრემლს გარისკვა არ შეუძლია. მაა ესმის, რომ პრობლემას მომავლისთვის გადადებს. მაგრამ გადადებული პრობლემა ამჟამად ურჩევნია“ - აცხადებს ექსპერტი.

პოლიტოლოგი ტატიანა სტანოვაია ამბობს, რომ ხელისუფლების პოზიციიდან ჩანს, თითქოს უპირატესობა მის მხარეზეა. ამასთანავე ექსპერტი საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების მიმართ მზარდ გაღიზიანებას ხედავს, ასევე სახეზეა პოლიტიკური ლიდერობის და პოლიტიკური პასუხისმგებლობის კრიზისი.

„მზარდი სოციალური გაღიზიანება გამოსავალს ვერ პოულობს. ხელისუფლებამ ვერ მოძებნა ინსტრუმენტი, რითიც ამ პროტესტს გააჩერებს. ეს კი ნიშნავს, რომ სოციალური გაღიზიანება სადღაც ამოხეთქავს. ხელისუფლებას კი ამ გაღიზიანებაზე რეაგირება არ ძალუძს ვფიქრობ, რომ შემოდგომის არჩევნები ხელისუფლებისთვის სერიოზული გამოცდა იქნება“ - აცხადებს ექსპერტი.

მისის აზრით, კიდევ ერთი პრობლემა რეპრესიული კანონების მიღებაა, მისი კურსია „დაკავება“ დაპატიმრება, სასჯელი“. „ხელისუფლება ამ კურსის ტყვეობაში აღმოჩნდა და ახლა მას ვეღარ ცვლის“ - აცხადებს სტანოვაია.

მისი აზრით, ყურადსაღებია საპროტესტო აქციებში ახალგაზრდების მონაწილეობა. „ეს არის თაობა, რომელსაც არც 90-იან წლებში, არც საბჭოთა პერიოდში არ უცხოვრია. ისინი კერძო სივრცის თავისუფლებას არიან მიჩვეულები, ხელისუფლება ვერ ხვდება, როგორ ააგოს ურთიერთობა ამ ადამიანებთან“ - განაცხადა პოლიტოლოგმა.

სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე გამოკითხულთა 42% პირველად მივიდა. „რუსეთის პოლიტიკურ სცენაზე ახალგაზრდები გამოდიან. ეს საკმაოდ განათლებული ადამიანები არიან. ამასთანავე, მათ ჩამოყალიბებული ცხოვრებისეული პერსპექტივის ხედვა არა აქვთ. ასეთი ადამიანების წინააღმდეგ ხელკეტებით ვერფერს გახდები“ - ამბობს სოციოლოგი გრიგორი იუდინი.

ექსპერტები ახალი დაკავებების და რეპრესიების კიდევ უფრო გაძლიერერას ელოდებიან. მათი აზრით, დარტყმის ქვეშ, შესაძლოა, მედი საშუალებები და ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ 2 თებერვალს, საღამოს, კრემლის ლიდერის მთავარ ოპონენტს, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 3,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ნავალნი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

2014 წლის ბოლოს რუსეთის სასამართლომ ძმები ალექსეი და ოლეგ ნავალნები „ივ როშეს საქმეზე“ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. ოლეგ ნავალნის 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ალექსეი ნავალნის კი პირობითი სასჯელი დაუწესეს.

იხილეთ აგრეთვე:

🎉 ნავალნის სასამართლოს პარალელურად მოსკოვში ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს

🎉 ალექსეი ნავალნის პატიმრობა მიუსაჯეს