მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნავალნის მხარდამჭერები დააკავეს - ვითარება მოსკოვში

ვითარება მოსკოვში მანეჟის მოედანზე

მას შემდეგ რაც მოსკოვის საქალაქო სასამართლომ კრემლის ლიდერის მთავარ ოპონენტს, ალექსეი ნავალნის პატიმრობა მიუსაჯა, ოპოზიციონერის მხარდამჭერები მანეჟის მოედანზე შეიკრიბნენ. 

meduza-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია სულ მცირე 3 მხარდამჭერი. გამოცემა წერს, რომ სამართალდამცველებს მოსკოვის ცენტრში მანეჟისა და პუშკინის მოედანი ჩაკეტილი აქვთ.

პოლიციის მობილიზების მიუხედავად ნავალნის მხარდამჭერები ამ დრომდე რჩებიან მანეჟის მოედანზე და მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

ინფორმაციისთვის, ნავალნის „ივ როშეს“ საქმეზე პირობითი სასჯელი შეუცვალეს და 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ალექსეი ნავალნის პატიმრობა მიუსაჯეს