მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნავალნის მხარდამჭერთა აქციის მონაწილეთა დაკავებას ჩხუბი მოჰყვა (ვიდეო)

აქციები რუსეთში

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაზე რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. აქცია რუსეთის 93 ქალაქში იმართება. ამის შესახებ Meduza იუწყება. 

ნავალნის სოლიდარობის აქცია მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც ტარდება.

რუსეთში ხელისუფლებამ ეს აქციები უკანონოდ გამოაცხადა. პოლიციამ მისი მონაწილეების დაკავება დაიწყო. ამას შეხლა-შემოხლა მოჰყვა. შესაბამისი ვიდეოები ინტერნეტში ვრცელდება.

ალექსეი ნავალნი ბერლინიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ 17 იანვარს დააკავეს. 18 იანვარს მას 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. იმავე დღეს „კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა“ ალექსეი ნავალნის საგამოძიებო ფილმი გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სასახლეზე და სხვადასხვა კორუფციულ სქემებზეა საუბარი.

იხილეთ ასევე:

♻️ „პუტინი დამნაშავეა, თავისუფლება ნავალნის“ - რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო (ვიდეო)

♻️ რუსეთში აქციაზე ბავშვი დააკავეს (ვიდეო)