მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნავალნის ნებისმიერ დროს შეიძლება გული გაუჩერდეს“ - ექიმები 

ნავალნი ციხეშია

კრემლის ლიდერის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტის ალექსეი ნავალნის ექიმები აცხადებენ, რომ პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება. ინფორმაციას bbc ავრცელებს.

ექიმების თქმით, ნავალნის ბოლოდროინდელი სისხლის ანალიზის შედეგები მიუთითებს, რომ მას შეიძლება ნებისმიერ დროს გაუჩერდეს გული ან დაემართოს თირკმლის უკმარისობა.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციონერი 18 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის მიზეზი იყო ის, რომ ნავალნი ზურგის მწვავე ტკივილისა და ფეხის დაბუჟების სათანადო მკურნალობას ითხოვდა.

რაც შეეხება პოკროვის შრომა-გასწორების ნომერ მეორე კოლონიის პოზიციას, კოლონიაში აცხადებენ, რომ ნავალნის შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა. სასამართლომ 2 თებერვალს, კრემლის ლიდერის მთავარ ოპონენტ ალექსეი ნავალნის 3,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ნავალნი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

ამავე თემაზე:

👉 „ექიმს ნავალნისთან ვიზიტის უფლება არ აქვს, მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია“ - ადვოკატი

👉 ნავალნის ციხეში ნელა კლავენ - Amnesty International