რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სასახლეზე საგამოძიებო ფილმი გადაიღო. ფილმი გელენჯიკში, სოჭის მახლობლად პუტინის სასახლეს ეხება. ამის შესახებ dw.com იუწყება.
ობიექტის ფართობი 18 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მასზე ფრენებია აკრძალული, ხოლო სასახლის წინ ზღვის აკვატორია დახურულია. ნავალნის ინფორმაციით, სასახლის მშენებლობა 100 მლრდ რუსული რუბლი, ( 1,347 მლრდ დოლარი) დაჯდა.
ნავალნის ინფორმაციით, სასახლის კომპლექსში მიწისქვეშა ყინულის დარბაზი, ეკლესია და 60-მეტრიანი ხიდი შედის. "ეს ყველაზე დაცული ადგილია რუსეთში. ფაქტობრივად სახელმწიფოა სახელმწიფოში. პუტინის ამ ყველაზე დიდ საიდუმლოს ასობით, ან კიდე ათასობით ადამიანი იცავს. ამ ადამიანებში დაცვის წარმომადგენლები, მებაღეები, მშენებლები და რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანები შედიან“ - ამბობს ნავალნი საგამოძიებო ფილმში.
ფილმში პუტინის ახლო გარემოცვაზეც არის საუბარი, რომლებიც დღეს რუსეთის უმდიდრესი ადამიანების სიაში შედიან.
ფილმის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათია. ის რუსეთში ალექსეი ნავალნის დაკავების შემდეგ გამოაქვეყნეს. ნავალნი ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნების შემდეგ 17 იანვარს, შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. მეორე დღეს სასამართლომ მას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ასევე წაიკითხეთ:
👿 „ქუჩაში გამოდით არა ჩემთვის, არამედ თქვენი მომავლისთვის“ - ნავალნი
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო.
პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია 26 თებერვლის საპროტესტო აქციას უერთდება და მიაჩნია, რომ განურჩევლად პარტიული ინტერესებისა, ყველა ინდივიდუალური პროტესტის გამოსახატავად უნდა მივიდეს.
თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციას შეუერთდება.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე უერთდება გაერთიანებული ოპოზიციის აქციას.
ის აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა არის უცვლელი, ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა ამის ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნებია.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 337 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 175 შემთხვევა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 11.5 პროცენტი შეადგინა.
იაპონიის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში თვის ბოლოს პრაქტიკულად ყველა პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება. ამის შესახებ Reuters იუწყება.