ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ციხეში ისეთ პირობებში იმყოფება, რაც წამების ტოლფასია. ამის შესახებ ორგანიზაცია Amnesty International-ის დასკვნაშია აღნიშნული. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ ნავალნის, რომელიც 2020 წელს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს, ახლა ციხეში ძილის საშუალებას არ აძლევენ და ამასთან ექიმთან შეხვედრა ეკრძალება.
„რუსეთის ხელისუფლება ნავალნის ნელი სიკვდილის პირობებში აყენებს. ამასთანავე ცდილობს დამალონ ის, რაც მასთან დაკავშირებით ხდება“ - განაცხადა Amnesty International-ის გენერალურმა მდივანმა აგნეს კალამარმა.
ცნობისთვის, გასულ კვირას ალექსეი ნავალნიმ ციხეში შიმშილობა გამოაცხადა. ნავალნი მისთვის სამედიცინო დახმარებაზე უარს აპროტესტებს. ოპოზიციონერი აცხადებს, რომ ზურგის და ფეხების ტკივილი აწუხებს და ერთი ფეხის მოძრაობა უჭირს.
ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ უახლეს ამბებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ.
📌ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.
📌რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად. ჯარისა და ჯავშანტექნიკის გადაადგილება რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ ყოველდღიურად მიმდინარეობს.
პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ყოფილი მეუღლის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შესახებ მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება.
„მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე“,- ვკითხულობთ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.
კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დღის განმავლობაში ადამიანი საშუალოდ 34 გიგაბაიტის ეკვივალენტური რაოდენობის ინფორმაციას იღებს. ამ ტემპით თქვენი სმარტფონის მეხსიერება რამდენიმე დღეში, ლეპტოპის კი რამდენიმე კვირაში გადაივსებოდა.
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) შვედ ექსპერტთან, ვიცე-პოლკოვნი ტომას გილმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა კონკურსში „სუფთა რეგიონი 2020“ რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე როგორც რიონის ხეობის მცველები, ასევე ქუთაისის მცხოვრებლები იმყოფებიან.
ვაქცინაციის ტურიზმი მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.
„არც თალაკვაძისთვის და არც სხვა კოლეგებისთვის არ იყო მოულოდნელობა, რაც მოხდა“,- ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას.