მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნავალნიზე ფედერალური ძებნა გამოცხადდა

ალექსეი ნავალნი

რუსეთის დანაშაულის აღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნიზე ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ gazeta.ru იუწყება. 

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ნავალნი ერთ-ერთ საქმეზე შესაბამის ორგანოებში აღრიცხვაზე არ დადის. ამის გამო უწყებამ უნდა განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დასადგენად.

13 იანვარს ნავალნიმ განაცხადა, რომ ის რუსეთში დაბრუნებას აპირებს. Reuters-ის ცნობით, ნავალნი მოსკოვში, სავარაუდოდ, 17 იანვარს ჩაფრინდება.

ნავალნი რუსეთში 20 აგვისტოს მოწამლეს, როდესაც ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. შემდეგ ის სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ოპოზიციონერი მომწამლავი ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ეს ნივთიერება ქიმიური იარაღის ჯგუფს ეკუთვნის.

მოგვიანებით ნავალნის მოწამვლის ფაქტი ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციამაც დაადასტურა.

იხილეთ აგრეთვე:

🅾️ პუტინი: ნავალნის მოკვლა რომ ნდომოდათ, მოკლავდნენ

🅾️ ლავროვი ნავალნის მოწამვლაზე ინფორმაციებს „სასაცილოს“ უწოდებს