მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნავთობი კვლავ გაიაფდა

ნავთობი, კორონავირუსი

ნავთობის ფასი კვლავ დაეცა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსის ფასი 42 დოლარამდე შემცირდა, ანუ ის 1.6 პროცენტით გაიაფდა.

ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობის დროს ნავთობის ფასი 41 დოლარამდე იწევდა. ამერიკული WTI-ის ფასი 38,9 დოლარამდე დაეცა.

ნავთობის გაიაფება საუდის არაბეთის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელმაც ჩინეთს ნავთობი 1,4 დოლარით გაუიაფა. ამის გამო ინვესტორებს შიში გაუჩნდათ, რომ ნავთობის ბაზრის პანდემიამდე არსებულ დონემდე აღდგენა მალე ვერ მოხდება.