მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნეპალელმა მთამსვლელებმა K-2 მწვერვალის დაპყრობით, მსოფლიო რეკორდი დაამყარეს

K-2ის დაპყრობა

ნეპალელმა 10-მა ალპინისტმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა , რომელმაც ზამთარში პირველი მიაღწია K2- ის მწვერვალს, ესაა მსოფლიოში მეორე უმაღლესი მწვერვალი.

ჯგუფის წევრმა მთამსვლელმა ნიმსდაი პურჯამ თქვა, რომ მწვერვალს ადგილობრივი დროით 17:00 საათზე მიაღწიეს (GMT) ინფორმაციას „BBC“ავრცელებს.

ათობით მთამსვლელი იყო 8,611 მეტრზე ასული და იმედოვნებდნენ რომ მიაღწევდნენ მსგავს შედეგს. მაგრამ ერთი ესპანელი მთამსვლელი გარდაიცვალა ჩამოვარდნის შედეგად.

ნეპალელ მთამსვლელთა გუნდი თავდაპირველად 60 წევრისგან შედგებოდა, რომლებიც შემდეგ ჯგუფებად დაიყვნენ. ზამთრის განმავლობაში, K2-ზე ქარის სიჩქარე 200 კმ/სთ-საც კი აღწევს, ტემპერატურა კი -60 გრადუსამდე შეიძლება დაეცეს. ამის გამო, მწვერვალი ამ სეზონზე არავის დაულაშქრავს.

K2, ევერესტზე მხოლოდ 200 მეტრით დაბლა მდებარეობს.

8000 მეტრიან 14 მწვერვალს შორის არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ზამთარში.

მას უკვე დიდი ხანია მოიხსენიებენ როგორც "ველური მთა", ეს სახელი დაერქვა მას შემდეგ, რაც აშშ-ს მთამსვლელმა ჯორჯ ბელმა თქვა 1953 წელს საკუთარ მცდელობაზე: "ეს არის ველური მთა, რომელიც შენს მოკვლას ცდილობს".