უცხოეთი

New York Times: ტრამპს ჩინეთში საბანკო ანგარიში აქვს

დონალდ ტრამპის საბანკო ანგარიში ჩინეთში
11:18 ოთხ. 21 ოქტომბერი
დაკოპირებულია

The New York Times-ის ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს საბანკო ანგარიში აქვს ჩინეთში. გამოცემის ინფორმაციით, საბანკო ანგარიშს Trump International Hotels Management LLC აკონტროლებს, რომელმაც 2013-2015 წლებში გადასახადების სახით 188 ათას 561 დოლარი გადაიხადა.

გარდა ამისა, ტრამპს აქვს საბანკო ანგარიშები დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში.

Trump Organization-ის იურისტმა გამოცემას განუცხადა, რომ კომპანიამ ჩინეთში ოფისი იმიტომ გახსნა, რომ ადგილობრივი გადასახადების გადახდის საშუალება ჰქონდეს. Trump Organization-მა ოფისი აზიაში სასტუმროების ბიზნესში გარიგებების შესასწავლად გახსნა.

ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირლანდიიასგან და დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით ჩინურ ბანკებში ტრამპის კომპანიას უმნიშვნელო თანხები ერიცხება.

ჩინეთთან ურთიერთობები დონალდ ტრამპის და ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ტრამპმა ბაიდენი რამდენჯერმე დაადანაშაულა ჩინეთის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაში და აცხადებს, რომ ბაიდენის შვილი ჩინეთში ბიზნეს-საქმიანობას ეწევა.

კორონავირუსის ტესტები

საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტე...

მისი თქმით, ყოველდღიურად ქვეყანაში 20 000 ტესტი გაკეთდება. „დღეიდან პირველ თებე...
38 წუთის წინ
მათივე ინფორმაციით, ფორუმი წელს ონლაინ-ფორმატში იმართება და მისი მხარდამჭერია ევროპის საბჭო, ინტერნე...
18 წუთის წინ
მინისტრის თქმით, საკითხის მოკვლევის შემდეგ რეგულირების სააგენტო ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებაში...
19 წუთის წინ
57 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მათი გადარჩენის შანსი მინიმალურია. წყალდიდობა...
21 წუთის წინ
მათი თქმით, საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ კვების ინდუსტრია გადარჩეს. როგორც კვებ...
45 წუთის წინ
ხარაგაულის საბავშვო ბაღებში პროდუქტების გაცემის მესამე ეტაპი დაიწყო

ხარაგაულის საბავშვო ბაღებში პროდუქტების გაცემ...

„პროდუქტების მიწოდებას მუნიციპალიტეტის სოფლების საბავშვო ბაღებში თავად გაერთიანება უზრუნველყოფს, სად...
51 წუთის წინ
ზუგდიდში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში...
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სპორტული და საბავშვო მოედნები და სკვერები...
ტრამპი 2024 წელს პრეზიდენტად კენჭისყრას...
რამდენიმე დღის წინ გაზეთი New York Times წერდა, რომ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტ...
სოლომონ პავლიაშვილმა ევროკავშირისა და გა...
ონლაინ შეხვედრაში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის,...